მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს

მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს

თქვენო უწმინდესობავ! მოგმართავთ თხოვნით, რათა მიიღოთ საეკლესიო კანონებისა და ეკლესიის დებულებით გათვალისწინებული ზომები, არქიმანდრიტი ბართლომეს წინააღმდეგ, რომელიც სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქმიანობით არის დაკავებული. არქიმანდრიტი ბართლომე თავისი "მოღვაწეობით", ნებსით თუ უნებლიეთ, დისკრედიტაციას უწევს დედა ეკლესიას და თავისი დესტრუქციული და ღვთისმსახურისათვის შეუფერებელი ქმედებებით აზიანებს მას. მისი პოლიტიკური შფასებები და პოზიციები, ასევე გამონათქვამები, რაც გახმოვანებულია არაერთგზის, მის მიერ საჯარო სივრცეში, დიდ შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში. სასულიერო პირი, რომელისთვისაც მთავრი იარაღი წყევლაა და არა სიყვარული და შემწყნარებლობა, შორსაა ჭეშმარიტი ღვთისმსახურებისაგან, - ქრისტეს მსახურებისაგან, რაც ჩვენზე მეტად მოგეხსენებათ. გვინდა იცოდეთ, რომ ამ სასულიერო პირის მსოფლმხედველობა და საქმიანობა, მჭიდროდაა დაკავშირებული "ქართული ოცნების" პოლიტიკურ იდეალებთან, რაც ყოვლად დაუშვებელია სასულიერო პირისთვის. მისი რიტორიკა სიძულვილს და ბოროტებას თესავს საზოგადოებაში, რაც ასევე დაუშვებელია, ასეთი მაღალი ხარისხის მქონე სასულიერო პირის მხრიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითხოვთ თქვენგანგან ამ ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას, ასევე მოვითხოვთ შეწყვიტოს არქიმანდრიტმა ბართლომემ საჯარო სივრცეში, ბოროტებისა და სიძულვილის ქადაგება. სხვა შემთხვევაში იძულებული გავხდებით მივმართოთ სასამართლოს.

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს წყევლის. ამის შესახებ, სასულიერო პირის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ 6 ნოემბრის განცხადებაშია ნათქვამი. "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!...", - აცხადებს არქიმანდრიტი ბართლომე.


OR

Your email address will not be published on our site. However, the author of the petition will see all the information you provide on this form.

You will receive an email with a link to confirm your signature. Please check your inbox (and spam folder).
Facebook