მიმართვა საქართველოს მთავრობას !

 

 

მივმართავთ საქართველოს მთავრობას თხოვნით , რათა შემუშავებულ იქნას სახელმწიფო პროგრამა საბერძნეთში კრიზისის შედეგად სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო დაზარალებული და სამშობლოში დაბრუნებული შრომითი მიგრანტებისათვის

   გამოვდივართ ინიციატივით 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში ზემოთ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო პროგრამით დასაქმებამდე ან კერძო სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე არა უმეტეს 2016 წლის 1 სექტემბრისა დაბრუნებულ რეპატრიანტს, სახელმწიფომ აღმოუჩინოს სოციალური დახმარება და მისი მხრიდან მიიღოს თვეში 220 ლარის ოდენობის შემწეობა.  

  ამასთან ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და რთულ სოციალ -ეკონომიკურ მდგომარეობას, სახელმწიფოს ვთავაზობთ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა შეეხოს არა უპირობოდ დაბრუნებულ ყველა მიგრანტს, არამედ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში  დაზარალებულთა შემდგომ ოთხ კატეგორიას:

1.      საქართველოს მოქალაქეს,  რომელიც საბერძნეთიდან საქართველოში,  გასული 2014 წლის მანძილზე  და მიმდინარე 2015 წლის 1 ივნისამდე პერიოდში სისტემატიურად ახორციელებდა ფულად გზავნილებს საქართველოში უმუშევრად დარჩენილი ოჯახის წევრებისათვის.

2.      საქართველოს მოქალაქეს რომელსაც , მას ან მის ოჯახის წევრს აქვს საბანკო კრედიტი,  რომელიც იფარებოდა აღნიშნული პირის მიერ საბერძნეთიდან ფულადი გზავნილებით .

3.      საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საბანკო კრედიტით / იპოტეკით შეძენილი აქვს უძრავი ქონება და  საბერძნეთიდან ფულადი გზავნილებით ხდებოდა მისი დაფარვა, ხოლო ამჟამად საბანკო დაწესებულებასთან საკონტრაქტო პირობების თანახმად ემუქრება აღნიშნული უძრავი ქონების დაკარგვა და დამატებითი ფინანსრური ზიანი.

4.      საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2015 წლის სექტემბრამდე საბერძნეთის ტერიტორიაზე შეეძინა ერთი და მეტი შვილი და ოჯახს მოუხდა სამშობლოში დაბრუნება სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო.     


ავთანდილ გიუნაშვილი. დარეჯან ღამბაშიძე.    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.