დავიცვათ ქართული ოჯახების სიმტკიცე, გადავარჩინოთ მოძალადე სასამართლო სისტემისგან

ჩვენს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მუხლით უკვე მერამდენე ოჯახის კაცს ასამართლებენ, ისე რომ არ ითვალისწინებენ თვითოეული ოჯახის საქმეში არსებულ, ინდივიდუალურ მიზეზს და მდგომარეობას, მიუხედავად უამრავი ქალბატონის თხოვნისა და სურვილისა შერიგებულ მეუღლეს მიეცეს შანსი გამოსწორების, შეშინებული პროკურორები არ მიდიან არანაირ საპროცესო გარიგებაზე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარე ძალას სურს ცეცხლზე ნავთი დაასხას და მეუღლეებს შორის უფრო მეტად ჩატეხოს ხიდი,უფრო მეტად დაძაბოს და დაარღვიოს მათი ურთიერთობა, ქალთა უფლებების დაცვის სახელით პირიქით ირღვევა ქალის უფლებები!

გთხოვთ გადაიხედოს ეს მუხლი და ასე ერთი ხელის მოსმით ნუ შეუწყობთ ხელს, ქართული ოჯახების დანგრევას!