პეტიცია ვარდების მოედანზე საბაგირო სადგურის პროექტის შეჩერების შესახებ

მოგმართავთ მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის ქვედა სადგურის მშენებლობის გამო.

ქართველი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და მხატვრების ჯგუფს, რომელიც ხელს აწერს ამ მიმართვას, გვსურს მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება ვარდების მოედანზე საბაგირო გზის ქვედა სადგურის მშენებლობის საკითხს.

გვაქვს კითხვები მერიის მიერ შერჩეული ადგილის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ვარდების მოედანი, ჩვენი აზრით, გახლავთ ამ პროექტისთვის სრულიად შეუფერებელი ადგილი და ჩვენს ამ მოსაზრებას ძლიერი არგუმენტებით გამყარებული საფუძველი აქვს.

გვინდა დავაყენოთ ძველი საბაგიროს სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ასეთ მიდგომას ბევრი უპირატესობა აქვს და ქალაქის ისტორიული ცენტრის იერსახის შენარჩუნების თვალსაზრისით უფრო გამართლებულ ალტერნატივას წარმოადგენს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას აუცილებელია საზოგადოების ფართო წრეების აზრის გათვალისწინება. თუ ეს მშენებლობა შედგა, რუსთაველის გამზირს და ვარდების მოედანს სამუდამოდ შეეცვლება იერსახე. დაუშვებელია, იერსახის ამგვარი ცვლილება ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგი იყოს.

ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა თბილისის საკრებულოს საბაგიროს სადგურის მოედანზე განთავსების გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით. გვჯერა, რომ საზოგადოებრივი აზრის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე რესპუბლიკის მოედანზე ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაწყება სრულიად დაუშვებელია.

ამიტომ, მოგიწოდებთ ჩაერთოთ და მხარი დაუჭიროთ ჩვენს პეტიციას. საკმარისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ პროექტის მშენებლობის გადავადებას და ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ქალაქის იერსახისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. 

ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ ჩვენი პროფესიონალური არგუმენტები საკითხთან დაკავშირებით. 

 

ხელმოწერები:

ირაკლი აბაშიძე, არქიტექტორი

გოჩა მიქიაშვილი, არქიტექტორი

გოგიკო საყვარელიძე, არქიტექტორი

ნიკა სებისკვერაძე, სებო, არქიტექტორი

დიმიტრი ელიკაშვილი, არქიტექტორი

ალექსანდრე კაციტაძე, არქიტექტორი

დავით ავალიშვილი, არქიტექტორი

დავით ბახტაძე, არქიტექტორი

თეიმურაზ ხოჯავა, არქიტექტორი

ირაკლი შარაშიძე, არქიტექტორი

თამაზ გიორგაძე, არქიტექტორი

მაია მანია, არქიტექტურის ისტორიკოსი

ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორი-ურბანისტი

ლალი ანდრონიკაშვილი, ხელოვნებათმცოდნე

გიორგი ჭანიშვილი, ხელოვნებათმცოდნე

მერაბ შარაშენიძე, არქიტექტორი

მიკა ყრუაშვილი, არქიტექტორი

მარიკა ფოჩხუა, არქიტექტორი

ნინო ჩხეიძე, არქიტექტორი

თეა შაბურიშვილი, არქიტექტორი

ნინო იმნაძე, არქიტექტორი

შოთა ჯოჯუა, არქიტექტორი

გიორგი დავაძე, არქიტექტორი

თეიმურაზ კლდიაშვილი, არქიტექტორი

ლეილა მეგრელიშვილი, არქიტექტორი

ვალერიან კლდიაშვილი, არქიტექტორი

ლალი ხვედელიძე, არქიტექტორი

შალვა გოგოლაძე, არქიტექტორი

მაია გოგოლაძე, არქიტექტორი

ეკატერინე ნანიტაშვილი, არქიტექტორი

ნინო ხაბეიშვილი, არქიტექტორი

მარინე ფარცხალაძე, არქიტექტორი

ზაქარია შავაძე, არქიტექტორი

გელა კობიაშვილი, არქიტექტორი

გურამ აბულაძე, არქიტექტორი

თინათინ ერისთავი, არქიტექტორი

მედეა მელქაძე, არქიტექტორი

თამარ ჭანტურია, არქიტექტორი

ოთარ ნახუცრიშვილი, არქიტექტორი

ბელა თინიკაშვილი, არქიტექტორი

მაია ძიძიგური, არქიტექტორი

თამაზ სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნე

ნათია ასათიანი, ხელოვნებათმცოდნე

გ. ნაცვლიშვილი, არქიტექტორი

ქ. ბერეკაშვილი, არქიტექტორი

თ. ბოჭორიშვილი, არქიტექტორი

ზ. კარა-მურზა, არქიტექტორი

რ. ბულია, მხატვარი

გ. გეგელია, არქიტექტორი

ნ. თევზაძე, არქიტექტორი

დ. ჯობაძე, არქიტექტორი

ე. კალანდაძე, არქიტექტორი

მ. ჯავახიშვილი, არქიტექტორი

გ. ყიფიანი, არქიტექტორი 

ნიკოლოზ კილასონია, არქიტექტორი

თამარ კიკნაძე, არქიტექტორი

გიორგი შენგელაია - კინორეჟისორი

 

ელდარ შენგელაია - კინორეჟისორი

 

   

 


გოჩა მიქიაშვილი, არქიტექტორი    Contact the author of the petition


OR

Your email address will not be published on our site. However, the author of the petition will see all the information you provide on this form.

You will receive an email with a link to confirm your signature. Please check your inbox (and spam folder).
Facebook