სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებისთვის გადასახდელი თანხის 1/2-ით ან 1/3-ით შემცირება დისტანციური სწავლების გამო

მოგესალმებით, როგორ მოგეხსენებათ თითქმის ყველა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სწავლის დისტანციურად გაგრძელების შესახებ სტუდენტთა უმეტესი ნაწილის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად. ალბათ ყველანი ვხვდებით, რომ ეს დროებითი არ არის, პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და მთავრობისა და უნივერსიტეტების სწავლის აუდიტორიებში დაბრუნებაზე უარყოფითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე დისტანციურად ჩაივლის ბოლომდე მინიმუმ ეს სემესტრი მაინც. სტუდენტები, რომლებსაც გვსურდა აუდიტორიებში სწავლის დაბრუნება, ამის მიზეზი იყო ის, რომ მიგვეღო ხარისხიანი განათლება. სკოლებსა და აუდიტორიებში უშუალოდ სწავლების დროსაც კი განათლების კუთხით ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს საერთაშორისო დონეზე, დისტანციური სწავლება კი ჩვენი ცოდნის დონეს ბევრად უფრო შეამცირებს ლოგიკურია. ჩვენმა პროტესტმა სწავლის აუდიტორიებში განახლებასთან დაკავშირებით შეიძლება შედეგი ძალიან გვიან გამოიღოს, არ მგონია უახლოეს რამდენიმე თვეში რამე შეიცვალოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ მოვითხოვოთ სწავლის საფასურის 1/2-ით ან 1/3-ით შემცირება მაინც. დაბალი ხარისხით სწავლებაში იგივე რაოდენობის თანხა ნამდვილად აღარ უნდა გადავიხადოთ რასაც აქამდე ვიხდიდით, მხოლოდ სტუდენტები არ უნდა დავზარალდეთ ამ კოვიდის გამო, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის უნივერსიტეტებმა. ჩვენ სტუდენტები დისტანციურ დაბალი ხარისხის სწავლებას არ დავთანხმებივართ და თუ იძულებულები გავხდით შევეგუოთ არსებულ სიტუაციას, ჩვენც უნდა გაგვიწიონ შეღავათი. უნივერსიტეტებმა გადაწყვიტეს დისტანციური რეჟიმი, რაც მათ უზოგავთ უამრავ ხარჯებს, კომუნალურებს, აღარ უწევთ უნივერსიტეტის სივრცეებისა და მათი პერსონალის უმეტესობისადმი ხარჯების გაწევა, შესაბამისას ეზოგებათ ფინანსები იმდენად, რომ სტუდენტებს მათი დამსახურებული შეღავათი გაუწიონ.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I accept that Mari khonelidze will be able to see all the information I provide on this form.

We will not display your email address publicly online.

We will not display your email address publicly online.


I give consent to process the information I provide on this form for the following purposes:




ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...