მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის

მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის.
 ვრცლად: დღეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ბილეთის შეძენა მხოლოდ ერთი პლატფორმის, TKT.GE-ს საშუალებითაა შესაძლებელი. იმ მატჩებისას, რომლის მიმართაც დიდი ინტერესია, ყოველთვის იქმნება ტექნიკური პრობლემა და ბილეთების ყიდვა გაუგებარი პრინციპით მიმდინარეობს.
 ასე მოხდა საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების შეძენის დროსაც -   გაუმართავი  სისტემის გამო უამრავი ისეთი ადამიანი ვერ მიდის  თამაშზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ გამოუტოვებიათ ნაკრების თამაშები მიუხედავად იმისა ესპანეთს ვხვდებოდით თუ გიბრალტარს. ასეთი გულშემატკივრებისთვის ორმაგად და სამმაგად უფრო გულდასაწყვეტია ბილეთის ვერ შეძენა.
 არსებული ვითარება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ აუცილებელია, შეიქმნას აბონიმენტების სისტემა, რომელიც განვითარებული საფეხბურთო კულტურის ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს.
 წარმოიდგინეთ, ყოველი წლის დასაწყისში საშინაო თამაშების აბონიმენტები რომ იყიდებოდეს ვთქვათ, 10 000 ცალი, თითოს ფასი 50, 100, 150, 200 ლარი (ციფრები პირობითია და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებს შეუძლიათ დათვლა). წელიწადში საშუალოდ 5-6 თამაშს ვთამაშობთ სახლში და ვინც შეიძენს გარანტირებულად ეცოდინება, რომ ნებისმიერ თამაშზე მოხვდება. იმ შემთხვევაში თუკი აბონიმენტებისთვის გამოყოფილი კვოტა ვერ შეივსება და განსაზღვრული რაოდენობა ვერ გაიყიდება, თამაშის წინ მისი რეალიზაცია უპრობლემოდ მოხდება.
 ამიტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მოვითხოვთ:
·        დაიწყოს მუშაობა ნაკრების საშინაო მატჩებზე აბონემენტების სისტემის დანერგვის შესახებ
·        მოხდეს იმ პლატფორმების დივერსიფიცირება, სადაც ბილეთები იყიდება და მხოლოდ TKT.GE-ზე არ იყოს დამოკიდებული მთელი პროცესი.    


fb.com/LEGENDEBI ლეგენდარული ფეხბურთელები    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I authorize fb.com/LEGENDEBI ლეგენდარული ფეხბურთელები to hand over the information I provide on this form to those who have power on this issue.

We will not display your email address publicly online.

We will not display your email address publicly online.







ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...