სოფელ გორდისა და კინჩხის მოსახლეობის მიმართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს
გორდი და კინჩხა, სოფლები, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, სადაც ვცნობთ თითოეულ კენჭსა თუ ქვას, თითოეულ კანიონსა თუ გორას. ადგილები, სადაც ვზრდით შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობას.
სოფლები, სადაც ჩვენი სახლია და საიდანაც ჩვენთის იწყება სამშობლო.
6 მაისის, კინჩხას ჩანჩქერის გახსის შემდეგ, ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, იმ ადგილზე შესვლა, რომელსაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვიცნობთ ფასიანი გახდა, იდენტური მდგომარობაა გორდში - ოკაცეს კანიონზე- ანუ დღეები, როდესაც ჩანჩქერსა და კანიონზე თავისუფლად ჩასვლა და გადაადგილება შეგვეძლო, სადღაც გაქრა და გაუჩინარდა.
აქედან გამომდინარე, მეტისმეტად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოითხოვო 10 ლარი, რომ მისთვის მშობლიურ ადგილზე მოხვედრა შეძლოს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი თხოვნაა კინჩხაში არსებულ ჩანჩქერსა და გორდის ოკაცეს კანიონზე მოხდეს ადგილობრივებისა და მათი ოჯახის წევრების უფასოდ შეშვება!
Announcement from the administrator of this websiteWe have closed this petition and we have removed signatories' personal information.European Union's General Data Protection Regulation (GDPR) requires a legitimate reason for storing personal information and that the information be stored for the shortest time possible. |