ქალაქ ქუთაისში შეიქმნას ბავშვთა სურათების გალერეა

არა მხოლოდ ქუთაისში, მთელ იმერეთში გვყავს საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ხატავენ ჯადოსნურად, უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო და ბავშვური ხელებით ყველაზე ლამაზ ფანტაზიებს ასხამენ ფრთებს ფურცელზე ფანქრებით, საღებავებით და ა.შ. მათ ნიჭსა და შემოქმედებას ფართო ასპარეზი სჭირდება ჯერ კიდევ თავის მშობლიურ ქალაქში, ქალაქში, რომელმაც ზუსტად იცის ხელოვნებისა და მშვენიერების ფასი, მნიშვნელობა, აუცილებლობა.

უკვე 32 წელია მოქანდაკე გოგი ლომთაძეს ოცნებად აქვს ქცეული ქუთაისში ბავშვთა სურათების გალერეა შექმნას. მის ხელში უამრავმა ოქროსხელება ბავშვმა გამოიარა, ახლა რომ წარმატებული შემოქმედები არიან, სწორედ ისეთებმა და ათწლეულების განმავლობაში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში მოწყობილი ბავშთა ნამუშევრების გამოფენებიდან შეგროვებული მისი უზარმაზარი კოლექცია ნამდვილად უტყუარი მოწმეა იმისა, რომ ქუთაისს ბავშვთა სურათების გალერეა ჰაერივით სჭირდება.

მრავალი წელია არსებობს პროექტი და ყველანაირი რესურსი, რომ ქუთაისში შეიქმნას ბავშვებისათვის უმშვენიერესი შემოქმედებითი კერა, რომელიც მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო განავითარებს და ვინ იცის, კიდევ რამდენი წარმატებული   შემოქმედის კარიერის ტრამპლინად იქცეს.

ჯერ კიდევ 2009 წელს დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ჩატარდა მასშტაბური, ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც ქართველებთან ერთად მსოფლიოს 22 ქვეყნიდან მიიღეს ბავშვებმა მონაწილეობა (საფრანგეთი, გერმანია, იგნლისი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, პრიბალტიკის ქვეყნები და აშ.)ს  ქვეყანაში მიმდინარე რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამ, ამ პროცესებს განვითარების საშუალება აღარ მისცა. არადა ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ნათელი მომავლის ჭეშმარიტი გარანტი. კიდევ გვაქვს უამრავი ფერადი და ამბიციური გეგმა, რომელთაც სისრულეში მოყვანისათვის ყველა ნაბიჯი უკვე გათვლილია. ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის შენობა. საჭირო სივრცის უქონლობა გვაფერხებს, რომ რელურად განვახორციელოთ ყველაზე მომხიბვლელი იდეები, რაც არა მხოლოდ მხატვრობას, არამედ ზოგადად შემოქმედებას უკავშირდება.

ვერც ერთი თვითმმართველობის დროს რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა საჭირო სივრცის შერჩევა და ბავშვთა გალერეისათვის გადაცემა. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. ქუთაისის მომავლისათვის ინვესტიციის განათლებასა და ხელოვნებაში ჩადება უმთავრესია. ეს ჩვენს ქალაქსა და რეგიონს გააცოცხლებს, ქუთაისელ შემოქმედ ახალგაზრდებში ბედნიერი მომავლის რწმენას გააღვიძებს, ეს გალერეა იქცევა ადგილად, სადაც მრავალი ხელოვანი თავის ადგილსა და ნიშას იპოვნის.

მოგმართავთ ყველას, თბილისელს, ქუთაისელს, ხელოვანს, არახელოვანს, ყველას ვისაც შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით დაგვიჭიროთ მხარი, რომ შევძლოთ ეს 32-წლიანი მარათონი, მუხლჩაუხრელი ბრძოლა ბავშვთა სურათების გალერეისათვის წარმატებით დავასრულოთ და შენობის მოპოვება შევძლოთ. ქუთაისელ შემოქმედ ბავშვებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი სივრცე!!! 

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I authorize Tekla Lomtadze to hand over the information I provide on this form to those who have power on this issue.

We will not display your email address publicly online.

We will not display your email address publicly online.








ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...