არა ონლაინსწავლებას, ყველა მოსწავლე და სტუდენტი სასწავლებელში

გავერთიანდეთ სრულიად საქართველოს მშობლები ონლაინსწავლების წინააღმდეგ და დავაბრუნოთ ჩვენი შვილები საკლასო ოთახებში, რადგან ონლაინსწავლება არ არის გამოსავალი დღევანდელ ვითარებაში, განსაკუთრებით კერძო სკოლები საკმაოდ მობილიზებულნი არიან დადგენილი რეგულაციების განხორციელებისთვის.

მოვითხოვოთ სკოლების უზრუნველყოფა სწრაფი ტესტებით, სკოლის პერსონალის მინუმუმ 80%-ის ვაქცინაცია, რეგულაციების მკაცრი დაცვა და ამ პირობებში ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. 


საქმე ეხება ჩვენი მომავალი თაობის განათლებას, თუ გვინდა რომ ქვეყანას ქონდეს მომავალი, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ შვილების განათლებაზე. დისტანციური სწავლება კი არ იძელვა ამის საშუალებას, სრულად ვერ ხდება იმ მასალის გადმოცემა მასწავლებლების მიერ, რაც სახელმძღვანელოებშია მოცემული, ასევე ხარისხიანად  ვერ ხდება ბავშვების მიერ მასალის ათვისებაც.

ასევე დიდად საყურადღებოა ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, რასაც მნიშვნელოვნად აზიანებს საათების მანძილზე კომპიუტერის ეკრანთან ჯდომა ( ქვეითდება მხედველობა, არასწორი ჯდომისას ზიანდება ხერხემალი ).

ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებით ხელისუფლებამ დაარღვია ევროკონვენციის 28-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ბავშვებს აქვთ განათლების მიღების უფლება; საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი - რომლის თანახმადაც ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება და მიღების ფორმის არჩევის უფლება.

პეტიცია ეხება როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, აგრეთვე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. 


აქედან გამომდინარე, ონლაინსწავლება  არის ბავშვების გაზარმაცების და ჯანმრთელობის დაზიანების ხელისშემწყობი ფაქტორი, მათი უფლებების დარღვეა. 

თუ არ გვინდა სამომავლოდ მივიღოთ გაუნათლებელი თაობა და კიდევ უფრო მეტად არ ჩავეშვათ "ჭაობში", 


მოაწერეთ ხელი პეტიციას და მივაწვდინოთ ხმა განათლების სამინისტროს, საქართველოს მთავრობას. 


რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით მეტად გაიგებენ ჩვენ ხმას.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I accept that მარიამი will be able to see all the information I provide on this form.

We will not display your email address publicly online.

We will not display your email address publicly online.


I give consent to process the information I provide on this form for the following purposes:




ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...