აუტიზმის მქონე პირთა მშობლებისა და მშობელთა ორგანიზაციების მიმართვა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირთათვის აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფის შესახებ თემატური მოკვლევის დანიშვნის თაობაზე

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს,

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს,


აუტიზმის მქონე პირთა მშობლებისა და მშობელთა ორგანიზაციების მიმართვა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირთათვის აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფის შესახებ თემატური მოკვლევის დანიშვნის თაობაზე  

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 23-ე კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება იზრუნოს ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლებისა უფლებებისთვის.

შშმ პირთა  მნიშვნელოვანი ნაწილი აუტიზმის მქონე პირები არიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ აუტიზმის მქონე პირების რაოდენობა, მიუხედავად რასისა, სოციალური და ეროვნული კუთვნილებისა, საზოგადოების  1,5% -დან  - 4 %-მდე  მერყეობს და ყოველწლიურად დრამატულად იზრდება. ამ კვლევის მონაცემებთან თანხვედრაშია საქართველოში სულ ახლახან ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის წინასწარი მონაცემებიც. განვითარებულ ქვეყნებში აუტიზმის მქონე პირებისათვის აუცილებელ, საკმარისი ინტენსივობის, თანმიმდევრულ, უწყვეტ სერვისებს  ძირითადად  სახელმწიფო უზრუნველყოფს, რითაც იზრდება ამ პირთა ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხი, სოციალური ინტეგრაცია, უმჯობესდება მათი და მათი ოჯახების სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში, აუტიზმის მქონე პირები 18 წლის ასაკიდან აუცილებელი სერვისების გარეშე რჩებიან, შესაბამისად, ზრდასრულ ასაკში მათი უმეტესობა ვერ ახერხებს სოციალიზაციას, დასაქმებას და მათთვის 18 წლის ასაკამდე  მიწოდებულ პროგრამებზე დახარჯული რესურსიც დიდწილად ფუჭი ხდება. ეს ვითარება არა მარტო თავად აუტიზმის მქონე პირების, მათი ოჯახის წევრების და გარშემომყოფების ფსიქიკურ და სომატურ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, არამედ დიდ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის  და დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. უცილებელია საქართველოში შეიქმნას და ამოქმედდეს 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირთათვის აუცილებელი სერვისების უწყვეტად მიწოდების გამართული სისტემა.     

გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი განუხრელად იზრუნებს საკუთარი  მოქალაქეების, მათ შორის შშმ პირებისა და მათი ოჯახების უფლებების დასაცავად. მოგმართავთ ინიციატივით, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს არსებული გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.  

პატივისცემით,


აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი, ააიპ-განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.