არა! – თვითნებურ კანონს საწვავის ფასთან დაკავშირებით!

IMG_20230324_1351341.jpgმოგეხსენებათ, რომ რუსთავ-თბილისის მგზავრობის ფასზე დღემდე ვრცელდება არაკანონიერი და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობასთან სავსებით შეუთავსებელი ღირებულება.

დღეს დღეისობით საქართველოს მოსახლეობის ძირითადი %_ს საარსებო მინიმუმი შეადგენს 400_დან 800 ლარამდე დაფინანსებას - ხელფასის სახით, რაც სრულიად არადამაკმაყოფილებელი რაოდენობაა იმისათვის, რომ ადამიანმა ამ თანხის 30% გზაში, ტრანსპორტირებაში ხარჯოს სახლიდან სამსახურამდე და პირიქით. მითუმეტეს, როდესაც გვიწევს დღე-ღამის განმავლობაში წინა-უკანა გზაზე რამოდენიმეჯერ ტრანსპორტის გამოცვლა, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან.

დღევანდელი მდგომარეობით, საწვავი საკმაოდ გაიაფებულია, ხოლო რუსთავისა და თბილისის მერია სავსებით არ ზრუნავენ თავიანთი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და არც კი უშვებენ ფაქტს, რომ მგზავრობის ფასი შეათანხმონ სატრანსპორტო კომპანიებთან და განიხილონ მათი საარსებო მინიმუმამდე დაყვანა!

მგზავრობის ფასი დღეს დღეობით შეადგენს 2.50 ლარს, რაც სრულებით არალოგიკურია გათვალისწინებით იმის, რომ:
1) მარშუტკები გადაყვანილი ყავთ მძღოლებს გაზზე (ამის პირადი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და დავასაბუთო ფოტო-ვიდეო მასალით, გამომდინარე იქედან რომ თავად მიწევს მგზავრობა რუსთავიდან თბილისში და პირიქით და შემსწრე ვარ, თუ როგორ ტენიან ტრანსპორტს გაზით და არა საწვავით).

2) ტრანსპორტის მძღოლებს აქვთ მოჭრილი ხელფასი და საწვავის ზრდა არ აისახება მათ ბიუჯეტზე (წესით და რიგით, კანონიერად). ხოლო თუ მძღოლების ბიუჯეტზე (ხელფასზე) მაინც აისახება, ეს კონკრეტული პრობლემა უნდა იქნეს მოგვარებული თავად დამსაქმებელი სატრანსპორტო კომპანიის მიერ.
კონკრეტულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მათ მიერ დასაქმებული ადამიანების გასამრჯელოს კეთილსინდისიერად დარიცხვა და არ უნდა აისახებოდეს ეს იმ მოსახლეობაზე, ანუ ჩვენზე, ვინც ისედაც საარსებო მინიმუმზე ვართ და არ უნდა გვიწევდეს დამსაქმებელი კომპანიის მიერ დაქირავებული მძღოლების რჩენაც ჩვენ, მაშინ, როდესაც თავად არ გვყოფნის საარსებო მინიმუმი გზაში, პროდუქტში, ყოველდღიურ საჭიროებებში, შვილებისთვის, მშობლებისთვის, დაავადებისა და კიდევ სხვა ათასი ცხოვრებისეული პრობლემების ფინანსური საკითხების მოგვარებაში.

3) ჩემი, როგორც მოქალაქის სრული კანონიერი უფლება მოსილებიდან გამომდინარე, მოვითხოვ, რომ მგზავრობის ფასი იქნეს დაყვანილი 1.50 ლარამდე, ნაცვლად 2.50_სა და ვიწყებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას, რათა წარვადგინო სასამართლოში, განსახილველად, საჭიროებისამებრ!

4) დავძენ, რომ ცნობილი ფაქტია საწვავის ფასების ხელოვნურად ზრდა ჩვენი მთავრობისა და პარლამენტის თვითნებური საჭიროებებიდან გამომდინარე და რეალურად კავშირს არ წარმოადგენს მსოფლიო მაშტაბით საწვავის გაძვირებასთან.

გთხოვთ, რომ საკითხს მოეკიდოთ სერიოზულად და განიხილოთ შესაბამისად კანონისა და ჩვენი, მოსახლეობის უფლებიდან გამომდინარე.

პატივისცემით: დადუ თედორაძე

 

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I authorize დადუ თედორაძე to hand over the information I provide on this form to those who have power on this issue.

We will not display your email address publicly online.

We will not display your email address publicly online.

We will not display your phone number publicly online.







ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...