სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა


Guest

/ #19

2013-03-17 21:01

ვიცი თავს ისევ არაკონფორტულ მდგომარეობაში ვიყენებ, მაგრამ არ შემიძლია დამემალა ჩემი პოზიცია, ვფიქრობ, არ იქნებოდა მართებული

პირველ პუნქტს, ბუნებრივია, ვიზიარებ - როცა სოლიდარობის აქციებს ვუყურებ/ვუერთდები უნებლიედ ის ადამიანები მახსენდებიან, ვისაც ასეთი ნაცნობობა არა აქვს და მათ ვერ ვეხმარებით, უნებლიედ, ორმაგი სტანდარტი გამოდის :( ანუ რარაც სისტემურადაა მოსაფიქრებელი

პირველის გ, ალბათ, გულისხმობს, ისეთი ტიპის გადაუდებელი დახმარების გაწევას, რომლის მიწოდება შეუძლებელია საქართველოში და სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია პაციენტისათვის

რაც შეეხება მეორე პუნქტს, პრინციპულად ვერ ვეთანხმები, რადგან სულ ცოტა 2 რამ მბიჭავს:
1. ყოველთვის იქნება ისეთი ტექნოლოგია/კომპეტენცია, რომელიც ვერ გვექნება საქართველოში და მაინც უცხოეთში მოგვიწევს გაშვება
2. თუ უცხოეთში გაგზავნილთა ხარჯი იმხელა იქნება, რომ კლინიკის გახსნა უფრო რენტაბელური იქნება, ამას ბიზნესი იგრძნობს, გახსნის და მიხედავს კიდეც. სხვა შემთხვევაში სტანდარტულ სახელმწიფოს მიერ მართვად ინსტიტუციად გადაიზრდება, სადაც იქნებიან ავტორიტეტები, რომლებიც უკმაყოფილონი იქნებიან ბიუჯეტით და მომხმარებლები კი - მიწოდებული სერვისის ხარისხით. სამწუხაროდ, საქართველოში ასეა მუდამ, მაგალითები სხვადასხვა სფეროდან უამრავია.

ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა მგონია

თუ არ მიწყენთ, ერთსაც შემოგთავაზებდით, ამ იდეის ინიციატორებმა და ჩვენ საზოგადოებამ ერთად შევქმნათ ეს ფონდი, გავწეროთ ფუნქციონირებისა და გამჭვირვალობა/ანგარიშვალდებულების მექანიზმები და + სახელმწიფოსაც ვთხოვოთ ფულის ჩადება. ვფიქრობ, ამ პროცესს უფრო დაძრავდა და დარწმუნებული ვარ უფრო მოქნილი და ნაკლებად კორუმპირებულ მექანიზმს მივიღებთ. მე მზად ვარ მექანიზმების შემუშავებაში და ფანდრაიზინგში დასახმარელად (ფინანსური კონტრიბუცია ამ საქმისთვის შედარებით მცირე შემიძლია, მაგრამ ჩემი ენერგია დასაკარგი არაა :)

ხელს ვაწერ, ამ შენიშვნების გათვალისწინებით

პ.ს. კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდით და იმედია თუ არ დამეთანხმებით, ძალიანაც არ "გამწირავთ" :)