განცხადება გიგანტური ჰესების წინააღმდეგ


Guest

/ #7

2011-12-06 12:37

საქართველოში ბევრი ინიციატივა განხორციელებულა "ეკონომიკური მოსაზრებებიდან" გამომდინარე, თუმცა ამ ინიციატივების აბსოლუტურ უმრავლესობას აკლდა გრძელვადიანი რენტაბელობის გათვლა და კროსს-სექტორული ანალიზი; სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ხშირად ხდებოდა მსხვილი სახელმწიფოების პრაქტიკის მარტივი კოპირება, პატარა ქვეყნის რესურსებისა და თავისებურებების გაუთვალისწინებლად. ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთ პრაქტიკას შეეწირა ჩვენი ბუნების სიმდიდრე და ეს პროცესი შეუქცევადია. ამის შედეგებს დღეს ვიმკით სასოფლო-სამეურნეო, სანაპირო მენეჯმენტის, ყოფილი მძიმე ინდუსტრიის არეალში და უამრავ სხვა სფეროში. დღეს კვლავაც ვდგავართ არახალი-ძველი შეცდომების გამეორების საფრთხის წინაშე. ასეთ ვითარებაში ვისურვებდი, რომ პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა ყოფილიყო პატრიოტიზმის ათვლის წერტილი ჩვენს სამშობლოში, რომელიც ნამდვილად არ უჩივის ინტელექტუალური რესურსების ნაკლებობას.