ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად


Guest

/ #54

2013-02-02 13:12

ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. მათ შეაქვთ ბიუჯეტში ის თანხა, რომელიც მერე სხვა რამეს და ისევ საზოგადოებას ხმარდება. (ყოველ შემთხვევაში უნდა ხმარდებოდეს, და თუ ეს ასე არაა, ეს ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების ბრალი სულაც არაა, სხვაგან უნდა ვეძებოთ დამნაშავე). სულ არ მაქვს ბიზნესი, მაგრამ ვმუშაობ და მეც შემაქვს ფული ბიუჯეტში, რომელიც სხვას ხმარდება და ეს ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს ( ესაა ჩემი წვლილი საზოგადოებისთვის). მეორე ალტერნატივა ისაა რომ განვაცხადოთ ჩემი ნამუშევარი ჩემია მხოლოდ, ან კიდევ არ ვიმუშაოთ. საზოგადოების დაცვა თუ გვინდა, სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ. რა არის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი.