ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

ირაკლი მ.

/ #83

2013-02-02 14:39

მგონი არ წაუკითხავს ყველას პეტიციის ტექსტი. გთხოვთ ნახოთ ეს წინადადება: "შეჩერდეს ყაზბეგის რაიონში მშენებარე და დაგეგმილი ჰესების პროექტები, სანამ არ მოხდება საზოგადოებისთვის იმის დასაბუთება, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ჰესების აშენება, რამდენად მიზანშეწონილია ყაზბეგის რაიონში ათი ჰესის აშენება და რა ზიანს მიაყენებს ყოველივე ეს რაიონის ბუნებას და მოსახლეობას. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დროულად და ობიექტურად შეაფასებს ყაზბეგის რაიონში მშენებარე და დაგეგმილი ჰესების საკითხს და მიიღებს სწორ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მონაწილეობითა და აზრის გათვალისწინებით, როგორც ეს მოთხოვნილია ორჰუსის კონვენციით". ამ მოთხოვნაში მიუღებელს რას ხედავთ?