ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

Nino Gujaraidze

/ #126 Re: Re:

2013-02-02 15:39

#119: - Re:

როგორც მივხვდი ბატონი დავითი წერს ამას. ეხლა ძალიან შევეცდები რომ კორექტულად გიპასუხოთ და მხოლოდ იმიტომ გპასუხობთ, რომ ამ კომენტარებს სხვებიც კითხულობენ.მწვანე ალტერნატივა დაიხაც საუბრობდა იმაზე თუ რა ზიანი მოაქვს მადნეულს და თქვენდა გასაკვირად, დღესაც საუბრობს. კიდევ ერთხელ მიგითითებთ ჩვენს ვებ-გვერდზე სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს ინფორმაცია www.greenalt.org

"მწვანე ალტერნატივამ მონიტორინგის "უფლება" მიიღო" - რას ნიშნავს? ან საიდან მოიტანეთ? ასეთი უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის საჯარო უწყებას, არასამთავრობო ორგანიზაციას ასეთი უფლება არ შეიძლება ქონდეს, კანონი ამას არ უშვებს. ასე, რომ ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ მსგავსი დეზინფორმაციისგან. თუ მაინცდამაინც ჩვენი გალანძღვა გინდათ, ცოტა ძალისხმევა გაწიეთ და რაიმე ისეთი გადვაბრალეთ, რომ საღ აზრთან ცოტა ახლოს იყოს და თავის მართლებად ღირდეს.